(+995 32) 2 244 111     info@igg.ge

 

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ გაყიდვების მთავარი მენეჯერის, ირაკლი ჯინჭარაძის ინფორმაციით, კომპანია 5000 აშშ დოლარის და მეტი ღირებულების ავტომობილზე დამდგარ 1000 ლარამდე ზარალს პატრულის გამოძახების გარეშე ანაზღაურებს. ზარალი მხოლოდ მაშინ ანაზღაურდება, თუ შემთხვევაში მესამე პირი არ მონაწილეობს, გარდა დაუდგენელი მიზეზით მომხდარი შემთხვევებისა.

ირაკლი ჯინჭარაძის ინფორმაციით, „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში“ ავტომობილის დაზღვევას ბაზარზე არსებულ მინიმალურ ფასად შეძლებთ. ამასთანავე, მანქანის დაზღვევის ტარიფი ბევრი პარამეტრით დგინდება: მძღოლის ასაკი, მანქანის მართვის გამოცდილება და სხვა. სტანდარტულ სადაზღვევო პაკეტში უამრავი ბენეფიტია გათვალისწინებული.