(+995 32) 2 244 111     info@igg.ge

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში, როგორც ყველა სხვა სადაზღვევი კომპანიაში,  ავტომობილის დაზღვევის ტარიფი არაერთი პარამეტრით დგინდება: მძღოლის ასაკი, მანქანის მართვის გამოცდილება, ავტომობილის ტიპი და სხვა. თუმცა, ჩვენი კომპანია დაზღვეულებთან მიდგომებისა და მომსახურების  გამორჩეულ სტანდარტებს ნერგავს.

ერთ-ერთი ასეთი მიდგომათაგანია შემდეგი კომპონენტი: სტანდარტულ სადაზღვევო პაკეტში უამრავი სასარგებლო ბენეფიტია გათვალისწინებული, და რადგან თანამედროვე საზოგადოების პირობებში დაზღვევა გადაიქცა ფინანსური დაცვის საყოველთაო უნივერსალურ საშუალებად, ამ ბენეფიტების ნაწილშიც გვსურს დაზღვეულმა განსაკუთრებით კომფორტულად იგრძნოს თავი ჩვენთან ურთიერთობის დროს. სწორედ ამიტომ, სტანდარტულ  ავტოკასკოს პოლისში გათვალისწინებულია  14 დღიანი საშეღავათო პერიოდი, რაც გულისხმობს:- დამზღვევის  მხრიდან ვადამოსული პრემიის გადახდის დაგვიანების შემთხვევაშიც კი, 2 კვირის განმავლობაში დამდგარი ზარალის ანაზღაურებას.      

რადგან ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია,  მნიშვნელოვანია დაეზღვეთ ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევისგან, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - კრიტიკულ სიტუაციაში სწორი და ადეკვატური  სადაზღვევო პირობები, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მყარად და დაცულად იგრძნოს თავი.