(+995 32) 2 244 111     info@igg.ge

დაზღვევისთვის დამახასიათებელ რისკებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებად ურთიერთობებში სავარაუდო ფინანსური ზარალი უდევს საფუძვლად სადაზღვევო პრემიის გათვლას, რომლის საშუალებითაც იქმნება სადაზღვევო ფონდი (რეზერვი) დაზღვეულთათვის, რომელიც სადაზღვევო შემთხვევებში მათი გარანტი და საყრდენია.

ეს ასპექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტოკასკოს შემთხვევაში, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ზარალიანობის პროდუქტისთვის.

ის რომ, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი 2021 წლამდე ორიენტირებული იყო კორპორატიულ სეგმენტზე, კიდევ ერთი გამოწვევაა, მაგრამ საცალო ბაზრის ლიდერმა - ავტოკასკოს სადაზღვევო პოლისების მოქნილობამ და მრავალფეროვანმა ბენეფიტმა, მოგვცა ისეთი ზრდისა და წარმატების საწინდარი, რომელიც ასევე წარმატებით აისახა ამ სახეობის პრემიების მკვეთრ ზრდაში.

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ავტომობილის პოლისის მფლობელებისთვის გათვალისწინებულია უამრავი ბენეფიტი, აქედან უდავოდ აღსანიშნია ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაფინანსების 0%-იანი ფრანშიზა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენი ავტომობილი საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში გყავთ დაზღვეული, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ზარალს სრულად ანაზღაურებს კომპანია. გასულ 2020 წელს კომპანიამ, 2 მილიონამდე ავტოკასკოს ზარალი აანაზღაურა. ეს ყველაფერი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და 2021 წელი მხოლოდ ავტოდაზღვევის მოზიდვების მიმართულებით 300%-იანი გადაჭარბებით დავხურეთ.

კომპანია საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ამოსავალი წერტილი მომხმარებელზე განუხრელი ზრუნვაა, რაც ჩვენი კომპანიის ძლიერი მხარეა. სრული გუნდი მზადაა, რათა ჩვენს პოტენციურ თუ უკვე არსებულ მომხმარებელთან ნებისმიერ დროს მათთვის საჭირო და საინტერესო კითხვებზე პასუხი გავცეთ. ამასთანავე, ჩვენი ცხელი ხაზი და ონლაინ სერვისები სრული დატვირთვით მუშაობს და ნებისმიერ კრიტიკულ, თუ მომხმარებლისთვის საჭირო დროს ჩვენი ცოდნა, გამოცდილება და ფინანსები მათ დაცულობასა და სიმშვიდეს განაპირობებს.