(+995 32) 2 244 111     info@igg.ge

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილის სოფიო გრაკალიშვილის ინფორმაციით, კომპანიის გადაწყვეტილებით მისი ყველა თანამშრომელი დიდ ყურადღებას დაუთმობს მომხმარებლისთვის დაზღვევის პირობების დეტალურ გაცნობას, მათ შორის დაზღვევის განაცხადის ყველა პუნქტის შევსების მნიშვნელობას და ასევე დეტალურად გააცნობს გამონაკლისებს.

გრაკალიშვილის ინფორმაციით კანონმდებლობა ისედაც ითვალისწინებს მომხმარებლისთვის საინფორმაციო ფურცლის მიწოდებას, მაგრამ ამას სამწუხაროდ ფორმალური ხასიათი აქვს.

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა სადაზღვევოს არჩევისას მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, ამიტომაც ჩვენი ყველა პროდუქტი საჯაროდაა განთავსებული ჩვენ ვებ გვერდზე და მზად ვართ მისი დეტალური (კონკურენტებთან შედარებითი) განხილვა მოვაწყოთ ჩვენს პოტენციურ მომხმარებელთან. არ უნდა დარჩეს არცერთი ისეთი ნიუანსი, რომელზეც დაზღვეული წინასწარ ინფორმირებული არ იქნება.