(+995 32) 2 244 111     info@igg.ge

„აი ჯი ჯი“ ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2017 წლიდან, მისი მენეჯმენტი სადაზღვევო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრებითაა დაკომპლექტებული.
„აი-ჯი-ჯი“ მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან და აუცილებელი დაფარვებით შექმნილ სადაზღვევო პოლისებს. ქონების, ავტომობილებისა და ტვირთების დაზღვევის კომპონენტში კომპანია სარგებლობს სავალდებულო გადაზღვევის ხელშეკრულებით AA- რეიტინგის მქონე მსოფლიოში უმსვილეს გადამზღვეველ კომპანიებთან Scor (www.scor.com), Hannover Re (www.hannover-re.com); აგრო დაზღვევის კუთხით „აი ჯი ჯის“ გადამზღვეველია Munich Re (www.munichre.com).
საქართველოს სადაზვევო ჯგუფსა (IGG) და გადამზღვეველ კომპანიებს შორის გაფორმებული კონტრაქტები უზრუნველყოფენ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სადაზღვევო პორტფელის საიმედოობასა და სტაბილურობას. ამასთანავე საშუალებას აძლევს კომპანიის კლიენტებს ისარგებლონ დაზღვევის საუკეთესო პირობებით.
მისია
  • კომპანიის მისიაა ანდერრაიტინგულად კარგად გათვლილი სადაზღვევო პოლისების შეთავაზება მინიმალურ საბაზრო ფასად.
  • კომპანია უზრუნველყოფს დაზღვეულთათვის მომსახურების მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ სამედიცინო პროვაიდერებისა და ოჯახის ექიმების ფართო ქსელით.
  • ავტოდაზღვევის პოლისის მფლობელები საჭიროების შემთვევაში სარგებლობენ პროვაიდერი ევაკუატორის მომსახურებით. ზარალის შემთხვევაში კი კომპანია უზრუნველყოფს წამყვანი ავტო სერვის ცენტრების მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
ხედვა
  • მომხმარებლის ერთგულებაზე აგებული, ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი კეთილსინდისიერი მომსახურება
ღირებულებები
  • პროფესიონალიზმი,
  • კეთილსინდისიერება,
  • პატრიოტიზმი,
  • განვითარებისკენ სწრაფვა,
  • გულისხმიერება