საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის გაყიდვების მთავარი მენეჯერის სანდრო ჩახაიას ინფორმაციით, კომპანია დიდ ყურადღებას დაუთმობს მომხმარებლისთვის დაზღვევის პირობების დეტალურ გაცნობას, მათ შორის დაზღვევის განაცხადის ყველა პუნქტის შევსების მნიშვნელობას და ასევე დეტალურად გააცნობს გამონაკლისებს.
სანდრო ჩახაიას ინფორმაციით, მომხმარებელმა ხშირად არც იცის რა არის „ფრანშიზა“, ამიტომ ეს რომ მოულოდნელ სიურპრიზად არ იქცეს, ჩვენი წარმომადგენლები ყოველთვის დეტალურად განუმარტავენ მომხმარებელს ფრანშიზის აზრს და მნიშვნელობას.
ფრანშიზა არის მზღვეველსა და კლიენტს შორის წინასწარ შეთანხმებული თანხა, რომელიც ზარალის დროს არ ნაზღაურდება, ჩვენთან ეს შეადგენს 50%-ს და ასეთი პირობა საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში დაზღვევის შემთხვევაში მხოლოდ 19 დან 21 წლამდე მძღოლებისთვის არის გათვალისწინებული.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა სადაზღვევოს არჩევისას მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, ამიტომაც ჩვენი ყველა პროდუქტი საჯაროდაა განთავსებული ჩვენ ვებ გვერდზე და მზად ვართ მისი დეტალური (კონკურენტებთან შედარებითი) განხილვა მოვაწყოთ ჩვენს პოტენციურ მომხმარებელთან. სწორედ ამიტომ პერიოდულად მომხმარებელს მივაწოდებთ იმ მნიშვნელოვან დეტალებს, რაც დაზღვევის დროს უნდა გაითვალისწინონ.