(+995 32) 2 244 111     info@igg.ge

 

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის გაყიდვების მენეჯერის ირაკლი ჯინჭარაძის ინფორმაციით, კომპანია დიდ ყურადღებას დაუთმობს მომხმარებლისთვის დაზღვევის პირობების დეტალურ გაცნობას, მათ შორის დაზღვევის განაცხადის ყველა პუნქტის შევსების მნიშვნელობას და ასევე დეტალურად გააცნობს გამონაკლისებს.  

ირაკლი ჯინჭარაძის ინფორმაციით, მომხმარებელმა ხშირად არც იცის რა არის მის გამონაკლისებში. ამიტომ ეს რომ მოულოდნელ სიურპრიზად არ იქცეს, ჩვენი წარმომადგენლები ყოველთვის დეტალურად განუმარტავენ მომხმარებელს გამონაკლისებს.

ასეთ მნიშვნელოვან გამონაკლისებს მიეკუთვნება შუქნიშნის ამკრძალავი ნიშნის ასევე საპირისპირო ზოლში მოძრაობის დროს დამდგარი ავტოზარალი. ასეთი დარღვევის გამონაკლისში შეტანა გავრცელებული პრაქტიკაა და მისი მიზანი მარტივია, არ წაახალისოს მძღოლი ასეთი ქმედებისკენ, ისევე როგორც გამონაკლისშია ალკოჰოლის ზემოქმედებით მართვა და სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ  მომხმარებელმა სადაზღვევოს არჩევისას მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, ამიტომაც ჩვენი ყველა პროდუქტი საჯაროდაა განთავსებული ჩვენს ვებ გვერდზე და მზად ვართ მისი დეტალური (კონკურენტებთან შედარებითი) განხილვა მოვაწყოთ პოტენციურ მომხმარებელთან. სწორედ ამიტომ პერიოდულად მომხმარებელს მივაწოდებთ იმ მნიშვნელოვან დეტალებს, რაც დაზღვევის დროს უნდა გაითვალისწინონ.