2017 წელს შექმნილი სს საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე წარმოადგენს ახალ კომპანიას. კაპიტალი სრულიად ქართულია, ხოლო მმართველობას გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება სადაზღვევო სექტორში.
რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევას, კომპანიამ უკვე მოახერხა საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებული ტენდერის მოგება და იგი მომსახურებას გაუწევს საქართველოს რკინიგზას და მის შვილობილ კომპანიების „საქართველოს რკინიგზის ლოჯისტიკა და ტერმინალების“, სს „საქართველოს რკინიგზის ქონების მართვის“, სს „საქართველოს რკინიგზა– ბორჯომი–ბაკურიანის“ თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს. დაზღვეულთა საერთო რაოდენობა აღწევს დაახლოებით 30,000 ადამიანს, რაც შეადგენს საქართველოში კერძოდ დაზღვეულ პირთა დაახლოებით 6-7%–ს, წლიური გაწერლი პრემია აღემატება 5 მილიონ ლარს.
IGG-ს გააჩნია სერიოზული ამბიციები და იგი აგრეთვე გეგმავს ფუნქციონირებას არასასიცოცხლო დაზღვევის სექტორშიც. დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის, არჩილ მორჩილაძის განცხადების თანახმად, კომპანიამ ხელი მოაწერა გადაზღვევის ხელშკრულებაზე ფრანგულ კომპანიასთან Scor–თან, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის არასასიცოცხლო დაზღვევის ხაზის სტაბილურობას (ქონება, ტვირთები, ა.შ.) და აღნიშნული აგრეთვე კომპანიას მიანიჭებს პოტენციური კლიენტებისათვის კონკურენტუნარიანი წინადადებების შეთავაზების შესაძლებლობას. Standard & Poor’s Holds AA-ს რეიტინგის თანახმად Scor წარმოადგენს მსოფლიოს მე–4 უმსხვილეს გადამზღვევს.