(+995 32) 2 244 111     info@igg.ge

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ სოციალური პასუხიმგებლობის ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის დროს დაშავებულ ვეტერანთა მხარდაჭერის პროგრამას იწყებს.

https://igg.ge/files/new/veteranebi - vizuali - 1.jpg

„საქართველოს სადაზღვეო ჯგუფი“ სოციალური პასუხიმგებლობის ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაშავებულ ვეტერანთა მხარდაჭერის პროგრამას იწყებს.

2023 წელს ჯამური გასაცემი თანხა შეადგენს 25 000 ლარს, რაც განისაზღვრა დასრულებულ წელს გამომუშავებული/ჩარიცხული პრემიით და შეადგენს მხოლოდ კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აიჯიჯის დაზღვევის ყველა სახეობაში გადახდილი თანხის 1%-ს. დახმარება განკუთვნილია „მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთათვის“ რომლებზეც მოხდება 25 000 ლარის პროპორციულად განაწილება.

კომპანიის განცხადებით, ეს არის ერთგვარი გადასახადი, რომელიც „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა“ საკუთარ თავს დაუწესა და ეს პროგრამა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაშავებული ადამიანების მხარდაჭერა სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და თითოეული მოქალაქის სოციალური პასუხისმგებლობაა.

კომპანიის ზრდასთან ერთად გაიზრდება თანხის მოცულობა და იმედია, საშუალება მოგვეცემა ასევე გაიზარდოს მიმღებ კატეგორიათა რაოდენობა.

თანხის მისაღებად ბენეფიციარმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა მოგვმართოს და კომპანიის მეილზე support@myigg.ge წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები;

1) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

2) ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტების მოწმობა - რომ არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანი (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის საბრძოლო მოქმედებების შედეგად).

3) ანგარიშის ნომერი

დოკუმენტაცია მიიღება 2023 წლის 1 დეკემბრიდან.

დახმარება გაიცემა საბუთების წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში.

დოკუმენტები მიიღება მეილზე - support@myigg.ge

წაკითხვა

სადაზღვევო კომპანიების მოგებიანობის რეიტინგი 2017-2021 წლებში

https://igg.ge/files/new/new.jpg

სადაზღვევო საქმიანობა საფინანსო სექტორის ნაწილია, რომლის წილი დარგში მოკრძალებულია. საქართველოში ამჟამად 18 სადაზღვევო კომპანიაა. მათ შორის ბაზრის ყველაზე ახალი მონაწილე „ნიუ ვიჟენი დაზღვევაა“, რომელიც 2020 წლიდან არსებობს.

2021 წლის მდგომარეობით, სადაზღვევო კომპანიების აქტივე­ბის მოცულობამ 985.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2017-21 წლებში, წლიურად საშუალოდ 804.7 მლნ ლარი, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალოდ 0.9% იყო. შედარებისთვის, ამავე პერიოდში კო­მერციული ბანკების აქტივები მშპ-ის საშუალოდ 56.2%-ს შეადგენს.

სადაზღვევო ბაზრის ძირითადი ნაწილი ოთხ კომპანიას უკავია, რომელთა წილი ½ -ს აღემატება. 2021 წლის მთლიან აქტივებში „ალდაგის“ წილი 18.7% იყო, ხოლო „ჯიპიაი ჰოლდინგის“ – 14.9%. ამ პერიოდში „თიბისი დაზღვევის“ წილმა 12.3% შეადგინა, რაც „არდი დაზღვევის“ შემთხვევაში 10.3%-ს აღწევს.

2021 წლის მდგომარეობით, სადაზღვევო კომპანიების მთლი­ანი კაპიტალის მოცულობა 324.1 მლნ ლარი იყო, მოგება კი – 48.1 მლნ ლარი. 2017-2021 წლებში სადაზღვევო სექტორის კაპიტალზე უკუგება საშუალოდ 17.6%-ია, რაც კომერციული ბანკების შემთხ­­ვევაში 18.7%-ია. პანდემიამდელ პერიოდში კი კომერციული ბან­­კების მოგებიანობა 3.2 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალი იყო, ვიდრე სადაზღვევო კომპანიების.

მთლიანი აქტივების განაწილება, 2021 (%)

https://igg.ge/files/new/new1.jpg

მოგების კაპიტალთან ფარდობა ასახავს კომპანიის მოგებიანობას. კერძოდ, აჩვენებს კომპანიაში ერთი ერთეული ინვესტიციის საშუალო უკუგებას. აღნიშნული მნიშვნელოვანი ინდიკატორია კომპანიის მოგებიანობის შესაფასებლად, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაში განს­­ხვავებულია. საქართველოში წარმოდგენილი სადაზღვევო კომპანიების ხუთწლიანი პერიოდის კაპიტალზე უკუგების მაჩვენებელი ფართო დიაპაზონშია. აღნიშნული მაჩვენებლით რეიტინგის სათავეში „თიბისი დაზღვევაა“, რომლის უკუგების კოეფიციენტი საშუალოდ 45.1%-ია. ამავე პერიოდში რიგი კომპანიები ზარალშია. კაპიტალზე უკუგების უარყოფითი, 17.3%-იანი მაჩვენებლით, ბოლო ადგილს „გლობალ ბენე­ფიტს ჯორჯია“ იკავებს.

მოგება კაპიტალთან მიმართებით, 2017 – 2021 (%)

აქტივებზე უკუგება 

მოგებიანობის კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული საზომი მოგების მთლიან აქტივებთან ფარდობაა. აღნიშნული კომპანიის მოგებიანობას მმართველობითი გადაწყვეტილებების ეფექტიანობის პერსპექტივიდან აფასებს. აქტივებზე უკუგების შემთხვევაში, კომპანიის მოგება შეფარდებულია არა მხოლოდ საკუთარ კაპიტალთან, არამედ ნასესხებ რესურსებთან (ვალდებულებებთან) მიმართებით. კაპიტალზე უკუგებისგან განსხვავებით, აქტივებზე უკუგების კოეფიციენტის მიხედვით, ლიდერების ნაწილში სურათი სახეცვლილია. ამ უკანასკნელის მაღალი მაჩვენებელი აქვთ კომპანიებს, რომელთა პროდუქტებს შორის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა არ არის.

მოგება აქტივებთან მიმართებით, 2017 – 2021 (%)

მეთოდოლოგია

სადაზღვევო კომპანიების რეიტინგისთვის გამოყენებულია ხუთწლიანი პერიოდის, 2017-2021 წლების ფინანსური მაჩვენებე­­­ლები, რომელთა წყარო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემები და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამ­­­­­­სახურის ანგარიშების პორტალში წარმოდგენილი ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებებია.

სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი მომზადებულია მოგები­­ანობის მიხედვით, ზოგადად, კომპანიების შეფასებისთვის ფარ­­­­­­თოდ გამოყენებული ორი პროპორციის საშუალებით. ფინანსური მაჩვენებლები საანგარიშო პერიოდის – ფისკალური წლის ბოლო პერიოდს მოიცავს. კომპანიების მოგება გაანგარიშებულია შემ­­­­­­დეგი სახით:

 

სადაც t – დროის პერიოდია (2017-2021 წლების წლიური მაჩვე­ნებელი), p – წლის მანძილზე მიღებული მოგება მოგების გადასა­ხადებამდე. Y კი საანგარიშო წლის ბოლოს მთლიანი აქტივებისა და მთლიანი კაპიტალის მაჩვენებელი. π ასახავს მოცემულ ხუთ­­წლიან პერიოდში კომპანიის საშუალო მოგებიანობას.

წყარო: სდსზს, ბაააზს, Forbes

წაკითხვა

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი განმარტავს, რატომ არ უნდა მოხდეს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მანქანის გადაადგილება

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის გაყიდვების ხელმძღვანელის თორნიკე კვინიკაძის ინფორმაციით, კომპანია დიდ ყურადღებას დაუთმობს მომხმარებლისთვის დაზღვევის პირობების დეტალურ გაცნობას, მათ შორის დაზღვევის განაცხადის ყველა პუნქტის შევსების მნიშვნელობას და ასევე დეტალურად გააცნობს გამონაკლისებს.  

თორნიკე კვინიკაძის ინფორმაციით, მომხმარებელმა ხშირად არც იცის რა მიზანს ემსახურება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნა არ მოახდინონ მანქანის გადაადგილება შემთხვევის ადგილიდან, იმ მიზეზების გარდა რაც იოლად გასაგებია და ასეთია საპატრულოს მიერ ბრალეული მხარის დადგენა.  

ამის გარდა მნიშვნელოვანია შემთხვევის დეტალური დასურათება, რათა ექსპერტიზის ჩატარების დროს ექსპერტმა ზუსტად დაადგინოს სადაზღვევო ხდომილების გაცხადებული დეტალების შესაბამისობა რეალურ მდგომარეობასთან.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ნორმა კანონმდებლობითაა დადგენილი და ყველა სადაზღვევოში ერთნაირად მოქმედებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ  მომხმარებელმა სადაზღვევოს არჩევისას მიიღოს ინფორმირებული  გადაწყვეტილება, ამიტომაც ჩვენი ყველა პროდუქტი საჯაროდაა განთავსებული ჩვენს ვებ გვერდზე და მზად ვართ მისი დეტალური (კონკურენტებთან შედარებითი) განხილვა მოვაწყოთ პოტენციურ მომხმარებელთან.  სწორედ ამიტომ პერიოდულად მომხმარებელს მივაწოდებთ იმ მნიშვნელოვან დეტალებს, რაც დაზღვევის დროს უნდა გაითვალისწინონ.

წაკითხვა

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში შუქნიშნის ამკრძალავი ნიშნის ასევე საპირისპირო ზოლში მოძრაობის დროს დამდგარი ავტოზარალი არ ნაზღაურდება

 

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის გაყიდვების მენეჯერის ირაკლი ჯინჭარაძის ინფორმაციით, კომპანია დიდ ყურადღებას დაუთმობს მომხმარებლისთვის დაზღვევის პირობების დეტალურ გაცნობას, მათ შორის დაზღვევის განაცხადის ყველა პუნქტის შევსების მნიშვნელობას და ასევე დეტალურად გააცნობს გამონაკლისებს.  

ირაკლი ჯინჭარაძის ინფორმაციით, მომხმარებელმა ხშირად არც იცის რა არის მის გამონაკლისებში. ამიტომ ეს რომ მოულოდნელ სიურპრიზად არ იქცეს, ჩვენი წარმომადგენლები ყოველთვის დეტალურად განუმარტავენ მომხმარებელს გამონაკლისებს.

ასეთ მნიშვნელოვან გამონაკლისებს მიეკუთვნება შუქნიშნის ამკრძალავი ნიშნის ასევე საპირისპირო ზოლში მოძრაობის დროს დამდგარი ავტოზარალი. ასეთი დარღვევის გამონაკლისში შეტანა გავრცელებული პრაქტიკაა და მისი მიზანი მარტივია, არ წაახალისოს მძღოლი ასეთი ქმედებისკენ, ისევე როგორც გამონაკლისშია ალკოჰოლის ზემოქმედებით მართვა და სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ  მომხმარებელმა სადაზღვევოს არჩევისას მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, ამიტომაც ჩვენი ყველა პროდუქტი საჯაროდაა განთავსებული ჩვენს ვებ გვერდზე და მზად ვართ მისი დეტალური (კონკურენტებთან შედარებითი) განხილვა მოვაწყოთ პოტენციურ მომხმარებელთან. სწორედ ამიტომ პერიოდულად მომხმარებელს მივაწოდებთ იმ მნიშვნელოვან დეტალებს, რაც დაზღვევის დროს უნდა გაითვალისწინონ.

წაკითხვა

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ავტოდაზღვევის ზარალის პროპორციულ ანაზღაურებას განმარტავს

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის მთავარი მენეჯერის ირაკლი ჯინჭარაძის ინფორმაციით, კომპანია  დიდ ყურადღებას დაუთმობს მომხმარებლისთვის დაზღვევის პირობების დეტალურ გაცნობას, მათ შორის დაზღვევის განაცხადის ყველა პუნქტის შევსების მნიშვნელობას და ასევე დეტალურად გააცნობს გამონაკლისებს.  

ირაკლი ჯინჭარაძის ინფორმაციით, მომხმარებელმა ხშირად არც იცის რა არის „პროპორცია“, ამიტომ ეს რომ მოულოდნელ სიურპრიზად არ იქცეს, ჩვენი წარმომადგენლები ყოველთვის დეტალურად განუმარტავენ მომხმარებელს ზარალის პროპორციული ანაზღაურების არსს.

პროპორციული ანაზღაურება გამოიყენება მაშინ, როდესაც ავტომობილი დაზღვეულია მის საბაზრო ფასზე ნაკლებად. მაგალითად, თქვენი ავტომობილის ფასი არის 10 000 აშშ დოლარი, მაგრამ თვქენ განაცხადში სადაზღვევო თანხად მიუთითეთ 5 000 აშშ დოლარი. ბუნებრივია ამ დროს თქვენი სადაზღვევო პრემია (ანუ გადასახდელი) განახევრდება, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ასანაზღაურებელი თანხაც იქნება შეფასებული ზიანის 50%-ით.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ნორმა კანონმდებლობითაა დადგენილი და ყველა სადაზღვევოში ერთნაირად მოქმედებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ  მომხმარებელმა სადაზღვევოს არჩევისას მიიღოს ინფორმირებული  გადაწყვეტილება, ამიტომაც ჩვენი ყველა პროდუქტი საჯაროდაა განთავსებული ჩვენს ვებ გვერდზე და მზად ვართ მისი დეტალური (კონკურენტებთან შედარებითი) განხილვა მოვაწყოთ პოტენციურ მომხმარებელთან.  სწორედ ამიტომ პერიოდულად მომხმარებელს მივაწოდებთ იმ მნიშვნელოვან დეტალებს, რაც დაზღვევის დროს უნდა გაითვალისწინონ.

წაკითხვა

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი მომხმარებლების ინფორმირების მაღალი სტანდარტით იხელმძღვანელებს

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილის სოფიო გრაკალიშვილის ინფორმაციით, კომპანიის გადაწყვეტილებით მისი ყველა თანამშრომელი დიდ ყურადღებას დაუთმობს მომხმარებლისთვის დაზღვევის პირობების დეტალურ გაცნობას, მათ შორის დაზღვევის განაცხადის ყველა პუნქტის შევსების მნიშვნელობას და ასევე დეტალურად გააცნობს გამონაკლისებს.

გრაკალიშვილის ინფორმაციით კანონმდებლობა ისედაც ითვალისწინებს მომხმარებლისთვის საინფორმაციო ფურცლის მიწოდებას, მაგრამ ამას სამწუხაროდ ფორმალური ხასიათი აქვს.

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა სადაზღვევოს არჩევისას მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, ამიტომაც ჩვენი ყველა პროდუქტი საჯაროდაა განთავსებული ჩვენ ვებ გვერდზე და მზად ვართ მისი დეტალური (კონკურენტებთან შედარებითი) განხილვა მოვაწყოთ ჩვენს პოტენციურ მომხმარებელთან. არ უნდა დარჩეს არცერთი ისეთი ნიუანსი, რომელზეც დაზღვეული წინასწარ ინფორმირებული არ იქნება.

წაკითხვა

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ავტოკასკოში გათვალისწინებულია ნულოვანი ფრანშიზა

დაზღვევისთვის დამახასიათებელ რისკებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებად ურთიერთობებში სავარაუდო ფინანსური ზარალი უდევს საფუძვლად სადაზღვევო პრემიის გათვლას, რომლის საშუალებითაც იქმნება სადაზღვევო ფონდი (რეზერვი) დაზღვეულთათვის, რომელიც სადაზღვევო შემთხვევებში მათი გარანტი და საყრდენია.

ეს ასპექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტოკასკოს შემთხვევაში, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ზარალიანობის პროდუქტისთვის.

ის რომ, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი 2021 წლამდე ორიენტირებული იყო კორპორატიულ სეგმენტზე, კიდევ ერთი გამოწვევაა, მაგრამ საცალო ბაზრის ლიდერმა - ავტოკასკოს სადაზღვევო პოლისების მოქნილობამ და მრავალფეროვანმა ბენეფიტმა, მოგვცა ისეთი ზრდისა და წარმატების საწინდარი, რომელიც ასევე წარმატებით აისახა ამ სახეობის პრემიების მკვეთრ ზრდაში.

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ავტომობილის პოლისის მფლობელებისთვის გათვალისწინებულია უამრავი ბენეფიტი, აქედან უდავოდ აღსანიშნია ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაფინანსების 0%-იანი ფრანშიზა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენი ავტომობილი საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში გყავთ დაზღვეული, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ზარალს სრულად ანაზღაურებს კომპანია. გასულ 2020 წელს კომპანიამ, 2 მილიონამდე ავტოკასკოს ზარალი აანაზღაურა. ეს ყველაფერი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და 2021 წელი მხოლოდ ავტოდაზღვევის მოზიდვების მიმართულებით 300%-იანი გადაჭარბებით დავხურეთ.

კომპანია საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ამოსავალი წერტილი მომხმარებელზე განუხრელი ზრუნვაა, რაც ჩვენი კომპანიის ძლიერი მხარეა. სრული გუნდი მზადაა, რათა ჩვენს პოტენციურ თუ უკვე არსებულ მომხმარებელთან ნებისმიერ დროს მათთვის საჭირო და საინტერესო კითხვებზე პასუხი გავცეთ. ამასთანავე, ჩვენი ცხელი ხაზი და ონლაინ სერვისები სრული დატვირთვით მუშაობს და ნებისმიერ კრიტიკულ, თუ მომხმარებლისთვის საჭირო დროს ჩვენი ცოდნა, გამოცდილება და ფინანსები მათ დაცულობასა და სიმშვიდეს განაპირობებს.

წაკითხვა

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი პრემიის გადახდის 14 დღიანი დაგვიანების შემთხვევაშიც ლოიალურ კლიენტებს დამდგარ ზარალს უნაზღაურებს

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში, როგორც ყველა სხვა სადაზღვევი კომპანიაში,  ავტომობილის დაზღვევის ტარიფი არაერთი პარამეტრით დგინდება: მძღოლის ასაკი, მანქანის მართვის გამოცდილება, ავტომობილის ტიპი და სხვა. თუმცა, ჩვენი კომპანია დაზღვეულებთან მიდგომებისა და მომსახურების  გამორჩეულ სტანდარტებს ნერგავს.

ერთ-ერთი ასეთი მიდგომათაგანია შემდეგი კომპონენტი: სტანდარტულ სადაზღვევო პაკეტში უამრავი სასარგებლო ბენეფიტია გათვალისწინებული, და რადგან თანამედროვე საზოგადოების პირობებში დაზღვევა გადაიქცა ფინანსური დაცვის საყოველთაო უნივერსალურ საშუალებად, ამ ბენეფიტების ნაწილშიც გვსურს დაზღვეულმა განსაკუთრებით კომფორტულად იგრძნოს თავი ჩვენთან ურთიერთობის დროს. სწორედ ამიტომ, სტანდარტულ  ავტოკასკოს პოლისში გათვალისწინებულია  14 დღიანი საშეღავათო პერიოდი, რაც გულისხმობს:- დამზღვევის  მხრიდან ვადამოსული პრემიის გადახდის დაგვიანების შემთხვევაშიც კი, 2 კვირის განმავლობაში დამდგარი ზარალის ანაზღაურებას.      

რადგან ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია,  მნიშვნელოვანია დაეზღვეთ ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევისგან, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - კრიტიკულ სიტუაციაში სწორი და ადეკვატური  სადაზღვევო პირობები, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მყარად და დაცულად იგრძნოს თავი.

წაკითხვა

აჭარაში ბოლო ორ თვეში „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში“ დაზღვეული ავტომობილების რიცხვი გასამმაგდა

 

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“  აჭარის წარმომადგენლობაში ბოლო ორ თვეში დაზღვეული ავტომობილების რიცხვი გასამმაგდა

როგორც „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის" მთავარი მენეჯერი ირაკლი ჯინჭარაძე აღნიშნავს, მზარდმა მოთხოვნამ თავისთავად წარმოშვა საცალო სექტორის განვითარების მოთხოვნა რეგიონებში.

„2022 წელი კი აჭარის რეგიონისთვის განსაკუთრებულია, რადგან ჩვენმა კომპანიამ ოფიციალურად დააანონსა ამ მიმართულების აქტივაცია. „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ აჭარის რეგიონში მომხმარებელს ყველა სახის სადაზღვევო პროდუქტს სთავაზობს. მათ შორის აღსანიშნავია მზარდი მოთხოვნა ავტოდაზღვევაზე". ირაკლი ჯინჭარაძის ინფორმაციით, „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა“ აჭარაში უკვე მოიპოვა მომხმარებლის ნდობა, ვინაიდან ბოლო ორ თვეში მხოლოდ საცალო მიმართულებით დაზღვეული ავტომობილების რიცხვი გასამმაგდა.

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში" ავტომობილის დაზღვევას ბაზარზე არსებულ მინიმალურ ფასად შეძლებთ. ამასთანავე მანქანის დაზღვევის ტარიფი ბევრი პარამეტრით დგინდება: მძღოლის ასაკი, მანქანის მართვის გამოცდილება და სხვა. სტანდარტულ სადაზღვევო პაკეტში უამრავი ბენეფიტია გათვალისწინებული.

წაკითხვა

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა“ აჭარაში მომხმარებლის ნდობა უკვე მოვიპოვა

 

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ აჭარის რეგიონში მომხმარებელს ყველა სახის სადაზღვევო პროდუქტს სთავაზობს.

მათ შორის აღსანიშნავია მზარდი მოთხოვნა ავტოდაზღვევაზე.

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ მთავარი მენეჯერი ირაკლი ჯინჭარაძე აღნიშნავს, რომ მზარდმა მოთხოვნამ თავისთავად წარმოშვა საცალო სექტორის განვითარების მოთხოვნა რეგიონებში. 2022 წელი კი - აჭარის რეგიონისთვის განსაკუთრებულია, რადგან ჩვენმა კომპანიამ ამ მიმართულების აქტივაცია ოფიციალურად დააანონსა.

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა“ აჭარაში უკვე მოიპოვა მომხმარებლის ნდობა, ვინაიდან ბოლო ორ თვეში ჩვენს კომპანიაში დაზღვეული ავტომობილების რიცხვი გასამმაგდა.

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში“ ავტომობილის დაზღვევას ბაზარზე არსებულ მინიმალურ ფასად შეძლებთ. ამასთანავე მანქანის დაზღვევის ტარიფი ბევრი პარამეტრით დგინდება: მძღოლის ასაკი, მანქანის მართვის გამოცდილება და სხვა. სტანდარტულ სადაზღვევო პაკეტში უამრავი ბენეფიტია გათვალისწინებული.

წაკითხვა

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ 25%-ით ნაკლებ ტარიფად მომხმარებელს ახალ პროდუქტს, მარტივ დაზღვევას სთავაზობს

 

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ გაყიდვების მთავრი მენეჯერის თეკლა ჯიხვაშვილის ინფორმაციით, „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს, მარტივ ავტოდაზღვევას შესთავაზებს.

მარტივი დაზღვევა შეინარჩუნებს ნულოვან ფრანშიზას, ხოლო დაფარვა ითვალისწინებს მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას.

ირაკლი ჯინჭარაძის განცხადებით, მარტივი პოლისის შერჩევის შემთხვევაში დაზღვევის ღირებულება 25%-ით შემცირდება. ამ პოლისით შესაძლებელია მხოლოდ 3300 აშშ დოლარის და მეტი ღირებულების ავტომობილის დაზღვევა.

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში“ ავტომობილის დაზღვევას ბაზარზე არსებულ მინიმალურ ფასად შეძლებთ. ამასთანავე მანქანის დაზღვევის ტარიფი ბევრი პარამეტრით დგინდება: მძღოლის ასაკი, მანქანის მართვის გამოცდილება და სხვა. სტანდარტულ სადაზღვევო პაკეტში უამრავი ბენეფიტია გათვალისწინებული.

წაკითხვა

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ 1000 ლარამდე ზარალს პატრულის გამოძახების გარეშე ანაზღაურებს

 

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ გაყიდვების მთავარი მენეჯერის, ირაკლი ჯინჭარაძის ინფორმაციით, კომპანია 5000 აშშ დოლარის და მეტი ღირებულების ავტომობილზე დამდგარ 1000 ლარამდე ზარალს პატრულის გამოძახების გარეშე ანაზღაურებს. ზარალი მხოლოდ მაშინ ანაზღაურდება, თუ შემთხვევაში მესამე პირი არ მონაწილეობს, გარდა დაუდგენელი მიზეზით მომხდარი შემთხვევებისა.

ირაკლი ჯინჭარაძის ინფორმაციით, „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში“ ავტომობილის დაზღვევას ბაზარზე არსებულ მინიმალურ ფასად შეძლებთ. ამასთანავე, მანქანის დაზღვევის ტარიფი ბევრი პარამეტრით დგინდება: მძღოლის ასაკი, მანქანის მართვის გამოცდილება და სხვა. სტანდარტულ სადაზღვევო პაკეტში უამრავი ბენეფიტია გათვალისწინებული.

წაკითხვა

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ ავტოდაზღვევით მოსარგებლეებს ევაკუატორით უფასო მომსახურებასაც სთავაზობს

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ გაყიდვების უფროსის, თორნიკე კვინიკაძის ინფორმაციით, სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში,  ჩვენი კომპანია დაზღვეული ავტოტრანსპორტის არასადაზღვევო შემთხვევისას ევაკუატორით მომსახურებას ორჯერ უზრუნველყოფს. სერვისი არასადაზღვევო შემთხვევის დროს, ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით, უახლოეს სერვისცენტრამდე ევაკუატორის მომსახურებას ითვალისწინებს. ხოლო თბილისში და თბილისის ცენტრიდან 25 კმ. რადიუსში შესაძლებელია დამატებითი მომსახურებები: ავტომობილის ელექტრო ხელსაწყოებით დაქოქვა, საწვავის მიწოდება, საბურავის გამოცვლა.

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში“ ავტომობილის დაზღვევას ბაზარზე არსებულ მინიმალური ფასად შეძლებთ. ამასთანავე მანქანის დაზღვევის ტარიფი ბევრი პარამეტრით დგინდება: მძღოლის ასაკი, მანქანის მართვის გამოცდილება და სხვა. სტანდარტულ სადაზღვევო პაკეტში უამრავი ბენეფიტია გათვალისწინებული.

წაკითხვა

არჩილ მორჩილაძე - თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების წილი ანაზაურებული მედიკამენტების საერთო მოცულობაში ჯერჯერობით უმნიშვნელოა და 3%-ის ფარგლებში რჩება

ინტერვიუ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დამფუძნებელ არჩილ მორჩილაძესთან

- როგორია პოსტპანდემიურ პერიოდში ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის განვითარების პერსპექტივები?

- სამწუხაროდ, ამ სფეროს განვითარება დიდწილად კვლავ სახელმწიფო გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. თუ კორპორაციულ სეგმენტში ვითარება ასე თუ ისე დარეგულირებულია, მთავარ გამოწვევად ისევ რჩება სრულყოფილი ინდივიდუალური დაზღვევის არარსებობა. ყველა სადაზღვევო კომპანიის, ჩვენი კომპანიის ჩათვლით, ინდივიდუალური დაზღევევა არის საკმაოდ შეზღუდული. მინიმუმ ერთწლიანი მოლოდინის პერიოდით გეგმურ სტაციონარულ მომსახურებებზე და გამონაკლისების საკმაოდ დიდი ჩამონათვლით.

ბუნებრივია, ასეთი პაკეტით დაზღვეული ადამიანი ვერ მიიღებს სრულფასოვან დაფარვებს და უკმაყოფილების ობიექტი სადაზღვევო კომპანია იქნება, რომელმაც ასეთი სადაზღვევო დაფარვები შესთავაზა მომხმარებელს.

სწორედ ამის გამო ჩვენი კომპანია დიდ დროს დაუთმობს მომხმარებლისთვის იმ გამონაკლისების ახსნას, თუ რა არ ნაზღაურდება დაზღვევით.

ჩვენი მენეჯერები დეტალურად გააცნობენ მომხმარებელს დაზღვევის პირობებს, ამასთანავე ეს პირობები განთავსებულია ჩვენ ვებ გვერდზე www.igg.ge და საჯაროა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

- უმეტესად რომელი ორგანიზაციები სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევით?

-ბაზრის წილის ყველაზე მეტი პროცენტი ეკუთვნის სახელმწიფო ორგანიზაციებს, თითქმის ყველა საჯარო უწყება ბიუჯეტის ხარჯზე იღებს კერძო სადაზღვევო მომსახურებას.

ეს თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ უფრო სამართლიანი იქნება, თუ სახელმწიფო სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებსაც დააზღვევს. მოსახლეობისთვის განსაკუთრებით აქტუალურია მედიკამენტების ანაზღაურების საკითხი. აუცილებელია აღინიშნოს, რომ თურქედან მედიკამენტების იმპორტის დაშვება კარგი პრეცენდენტია, თუმცა ჯერჯერობით მათი წილი ანაზაურებულ მედიკამენტების საერთო მოცულობაში უმნიშვნელოა და 3%-ის ფარგლებში რჩება.

- რა არის ამის მიზეზი?

- ძირითადი მიზეზი ასეთი მედიკამენტების რაოდენობის დეფიციტია, ასევე სააფთიაქო ქსელისთვის არც თუ ისე მომხიბვლელია იაფიანი წამლის გაყიდვა.

არადა დღეს, ბიუჯეტის ხარჯზე მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფოს მიერ დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, ჯამურად დაახლოებით 300 000-მდე ადამიანი იღებს. მაშინ როცა უამრავი სოციალურად დაუცველი ჯგუფი ამ დაფარვას ვერ იღებს.

- ანუ ჯანმრთელობის დაზღვევის შესყიდვას სახელმწიფო მხოლოდ საჯარო მოხელეებისთვის ანხორციელებს?

- დიახ, საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება ამ მიმართულებით. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ სასურველია კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება. კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში შესაძლებელია ისეთი სადაზღვევო სქემების შემუშავება, რომ არა მხოლოდ სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების, არამედ სხვადახვა სოციალური ჯგუფების დაზღვევაც მოხდეს. ასევე კარგი იქნება თუ სახელმწიფო გააუქმებს იმ ნორმას, რომლითაც კერძო დაზღვეული ვეღარ იღებს სარგებელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან.

- საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის პორთფელში ჯანმრთელობის დაზღვევას რა წილი უკავია?

- ჩვენთან, ისევე როგორც სხვა კომპანიებში, ყველაზე დიდი წილი ჯანმრთელობის დაზღვევას უკავია. დაახლოებით 60-70%. 2017 წლიდან დღემდე, ჯანმრთელობის დაზღვევაზე ანაზღაურებული ზარალები ყოველწლიურად 8-9 მილიონ ლარს შეადგენს. ოპერირების დაწყებიდან დღემდე ჩვენს კომპანიას მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით 40 მილიონ ლარზე მეტი აქვს ანაზღაურებული. დღეის მონაცემებით ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლეთა რიცხვი 40 000-ს გადასცდა.

წაკითხვა

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი მომხმარებელს ახალ პროდუქტს - ევროპულ დაზღვევას სთავაზობს

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი მომხმარებელს ახალ პროდუქტს-ევროპულ დაზღვევას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ავრცელებს.

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის ზურაბ სადუნაშვილის განცხადებით, ავტომობილის ევროპული დაზღვევის პოლისი დამუშავდა ევროპული გამოცდილების გაზიარებით და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. „ევროპული პოლისი“ შეთავაზებული იქნება საშუალო და მაღალი ღირებულების მქონე ავტომობილებისათვის. ამ პოლისის შემუშავების დროს გათვალისწინებულია ევროპული პრაქტიკის თანამონაწილეობის პრინციპიც.

„პაკეტის ფარგლებში ასევე შესაძლებელია საზღვარგარეთ რეგისტრირებული ავტომობილების და ასევე, მათი არასრული წლით (მოკლევადიანი) დაზღვევა. აღნიშნული პოლისი 25% -ით უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე საქართველოში ფართოდ გავრცელებული ავტოკასკო.

გარდა ხელმისაწვდომობისა, პოლისის პირობები უზრუნველყოფს სადაზღვევო ინტერესების რაციონალურ და ობიექტურ გადანაწილებას დამზღვევსა და მზღვეველს შორს. პროდუქტი, თავისი არსით, ინოვაციურია საქართველოს ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს ევროპულ ბაზართან ადაპტაციას და სადაზღვევო კულტურის განვითარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

სადუნაშვილის განცხადებით, ვინაიდან ევროპული კულტურა მომხმარებლისთვის განსაკუთრებული პირობების შეთავაზებასაც გულისხმობს, ევროპული დაზღვევით მოსარგებლეები საჩუქრად, ევროპის ფარგლებში, სამოგზაურო დაზღვევას მიიღებენ.

 

წაკითხვა

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ აჭარაში საცალო დაზღვევის მიმართულებით აქტიურდება

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ აჭარაში საცალო დაზღვევის მიმართულებით აქტიურდება.

როგორც „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფიო გრაკალიშვილი აღნიშნავს, მიმდინარე წელს ბევრი სიახლეა დაგეგმილი.

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ 5 წელია ოპერირებს სადაზღვევო ბაზარზე და ამ სფეროში დიდი გამოცდილების მქონე მენეჯმენტის დამსახურებით, მალევე, სადაზღვევო ბაზრის მნიშვნელოვანი წილის აიღო და რეგიონულად გაფართოვდა.

განსაკუთრებული და გაცნობიერებული სოციალური პასუხისმგებლობა, მომხმარებლებთან გულწრფელი და კეთილსინდიეისერი დამოკიდებულება, იმთავითვე კომპანიის სავიზიტო ბარათად იქცა.

მზარდმა მოთხოვნამ თავისთავად წარმოშვა საცალო სექტორის განვითარების მოთხოვნა რეგიონებში. 2022 წელი კი - აჭარის რეგიონისთვის განსაკუთრებულია, რადგან კომპანიამ ოფიციალურად დააანონსა ამ მიმართულების აქტივაცია.

მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ აჭარის რეგიონის მცხოვრებლებს და სტუმრებს, გარდა არსებული სადაზღვევო პაკეტებისა, უახლოეს პერიოდში შევთავაზებთ უშუალოდ ამ რეგიონისთვის განკუთვნილ ახალ პროდუქტებსა და აქციებს.

პარალელურად არც ჩვენი დანარჩენი დაზღვეულები დარჩებიან სასიამოვნო სიახლეების გარეშე. მიმდინარე წელს ბევრ სიახლეს ვპირდებით თითოეულს“, - აცხადებს სოფიო გრაკალიშვილი.

წაკითხვა

შავი პარასკევი - ფასდაკლება ავტოდაზღვევაზე საქართველოს სადაზღვევო ჯგუფისგან!

შავი პარასკევი გვიახლოვდება, ანუ ფასდაკლებების დღესასწაული! 22 ნოემბრიდან - 26 ნოემბრის ჩათვლით, დააზღვიე ავტომობილი IGG-ში განსაკუთრებულ ფასად და შეხვდი ზამთარს უფრო დაცული.
 
ფასდაკლება ვრცელდება:
სრულ დაზღვევაზე
მარტივ დაზღვევაზე
ევროპულ დაზღვევაზე
 
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 24 41 11

წაკითხვა

2019 წლის ოქროს ბრენდის გამარჯვებულთა სია ცნობილია

COVID-19-ით გამოწვეული ეპიდემიური სიტუაციის გამო, ოქროს ბრენდის გამარჯვებული ბრენდების საზეიმო დაჯილდოება ნაცვლად 1 მაისისა გაიმართება 17 ივლისს. 

ოქროს ბრენდების კვლევა ტარდება ყოველწლიურად. ოქროს ბრენდი გახლავთ მთავარი ჯილდო ბიზნეს პროექტებისთვის საქართველოში, რომელსაც ღიად ირჩევენ ექსპერტები და მომხმარებლები.

2019 წლის კვლევაში მონაწილეობა ასამდე ექსპერტმა მიიღო, მათ შორის ექსპერტებმა:

♦ ეკონომიკურ საკითხებში
♦ ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტებმა
♦ უმაღლესი სასწავლებლების პროფესორებმა
♦ საკონსულტაციო კომპანიებმა
♦ სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა.
♦ ასევე ონლაინ გამოიკითხა 2 000-ზე მეტი მომხმარებელი.
კვლევის შედეგად,  საგზაო სატრანსპორტო დაზღვევის სახეობაში - 2019 წლის No1 ოქროს ბრენდად გამოვლენილ იქნა - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი.

ყოველწლიურად ღონისძიებას 100-ზე მეტი უმსხვილესი ქართული და უცხოური ბიზნეს კომპანიების ტოპ მენეჯმენტი ესწრება, ასევე საპატიო სტუმრები უცხოეთიდან სამთავრობო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ქართული კინოს, თეატრისა და ესტრადის ვარსკვლავები. ღონისძიება შუქდება ტელევიზიით, რადიოთი, ბეჭდური და ონლაინ მედიით.

კომპანიის ხელმძღვანელ პირებს ოქროს ბრენდს ცნობილი ბიზნესმენები და საზოგადო მოღვაწეები გადასცემენ. მათ შორის საქართველოში აკრედიტებული ელჩები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.

ოქროს ბრენდი რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანია, რომელიც საქართველოში, კომპანია Global Idea -ს და The FINANCIAL-ს ეკუთვნის.

მედიაში ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული.

პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, საერთაშორისო პალატის, შვეიცარია საქართველოს ბიზნეს საბჭოს, მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში მხარდაჭერით. ოქროს ბრენდი 2019-ის საინფორმაციო მხარდამჭერია: რადიო კომერსანტი FM 95,5, რადიო მაესტრო FM 94,7 ტვ.რადიო ვინილი FM 99,7 რადიო ქართული ვინილი FM 93,1 ჟურნალი გლოსი, ოქროს ბრედნის მასპინძელია სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi.

წაკითხვა

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა StopCoV ფონდის დასახმარებლად 50 000 ლარი ჩარიცხა

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა StopCoV ფონდის დასახმარებლად 50 000 ლარი ჩარიცხა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, კომპანიის დაზღვეულები ონლაინ პლატფორმებით შეუფერხებლად იღებენ მომსახურებას.

ეპიდრეჟიმის დაცვით, დაზღვეულები, ასევე, შეძლებენ ბინაზე სამედიცინო მომსახურების მიღებას.

ასევე, კომპანიის გაყიდვების, ფაქტობრივად, შეჩერების პირობებში ყველა თანამშრომელი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს.

წაკითხვა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განკარგულებით, სს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ თეთრ სიაში დარეგისტრირდა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განკარგულებით, სს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ 2020 წლის 25 თებერვალს დარეგისტრირდა თეთრ სიაში.

შესყიდვების სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თეთრ სიაში არეგისტრირებს ისეთ კომპანიებს, რომლებმაც ბოლო სამი წლის მანძილზე კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, ხელშეკრულების პირობების სრული დაცვით შეასრულეს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

თეთრ სიაში რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში ენიჭება უფრო მეტი სანდოობა და სარგებლობს რიგი გამარტივებული პროცედურებით.

სს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა“ 2018-2019 წლებში 30-ზე მეტ ორგანიზაციასთან ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები - ჯანმრთელობის, ქონებისა და ავტოტრანსპორტის დაზღვევის სფეროში.

აღსანიშნავია, რომ დაზღვეულებს შორის იყვნენ ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციები როგორებიცაა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, სპეციალური პენიტენციური სამსახური, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, საქართველოს რკინიგზა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ქ. თბილისის საკრებულოს აპარატი, საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სოციალური მომსახურების სააგენტო, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მანდატურის სამსახური, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, გაზისა და ნავთობის კორპორაცია, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია და ა.შ.

2019 წელს აიჯიჯის მიერ ანაზღაურებულმა ზარალმა 10 (ათი) მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

წაკითხვა

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების გათვალისწინებით, ასანაზღაურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა უნდა მოხდეს ელექტრონული ფორმით

გაცნობებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების გათვალისწინებით, ასანაზღაურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა უნდა მოხდეს ელექტრონული ფორმით, შემდეგნაირად:

  1. ელ. მისამართზე - claim@igg.ge (დოკუმენტაცია გადმოგზავნილად ჩაითველება დასტურის მიღების შემთხვევაში)
  2. კომპანიის ვებ. გვერდზე - igg.ge ონლაინსერვისებში დოკუმენტების ატვირთვით
  3. აპლიკაციის მეშევეობით

Android-სთვის - http://bit.ly/2kzTc0v

Ios-სთვის - https://apple.co/2m9MMW4

საგარანტიო წერილების გაცემა/გადაგზავნა განხორციელდება ელექტრონულად, უშუალოდ კლინიკებში, რაც ეცნობება დაზღვეულს (სმს -ით ან ელ-ფოსტაზე).

ზარალის ანაზღაურება მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე პირად ანგარიშზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ცხელ ხაზს: 2 244 111; 2 211 444.

 

წაკითხვა

გაიგე რას გთავაზობს IGG-ს აპლიკაცია

IGG-ს აპლიკაციის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი მომსახურება:

1.ავტომანქანის დაზღვევა      2.მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა

3.ზარალის რეგისტრაცია       4.სამოგზაურო დაზღვევის შეძენა

5.ექიმთან ჩაწერა      6.დოკუმენტაციის ატვირთვა

➡ Android-სთვის - http://bit.ly/2kzTc0v

➡ Ios - სთვის - https://apple.co/2m9MMW4   

 

წაკითხვა

The population will become the hostages of insurance products of banks in such conditions

რამდენიმე დღის წინ 12-მა სადაზღვევო კომპანიამ "საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად" მთავრობას მიმართა. სადაზღვევო სექტორის და დაზღვევის საბროკერო კომპანიების წარმომადგენლები ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის პირობების გავრცელებას ითხოვენ და ამისთვის მთავრობას და საკანონმდებლო ორგანოს საბანკო სექტორზე გარკვეული რეგულაციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. რატომ ხედავს აღნიშნულის საჭიროებას ინდუსტრია და რამდენად აქტუალურია ეს თემა დღეს, ამაზე საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დამფუძნებელი არჩილ მორჩილაძე საუბრობს.

- ბატონო არჩილ, სადაზღევო ინდუსტრია ბანკებისთვის სადაზღვევო სფეროში აქტივების ფლობის შეზღუდვას ითხოვს. რატომ გახდა ეს პრობლემა დღეს აქტუალური სადაზღვევო ინდუსტრიისთვის და აქამდე რატომ არ აყენებდით ასე მწვავედ ამ საკითხს?

- სადაზღვევო ინდუსტრია ბოლო 20 წელიწადია ელოდება ამ სფეროს განვითარებას. სახელმწიფოს მხრიდან უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები; კერძოდ, დაიწყო საზღვრებზე ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა, ინერგება საჯარო ობიექტებისა და აგროდაზღვევის პროდუქტები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ავტომფლობელთა სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღება, რაც ერთ-ერთი ევროდირექტივაა და ქვეყანამ 2020 წლამდე უნდა შეასრულოს. სანამ ეს კანონი შემოვა, თუ დამოუკიდებელ სადზღვევო კომპანიებს არ მიეცათ კონკურენტულ გარემოში ოპერირების საშუალება, ჩვენი მოსახლეობა ისევ აღმოჩნდება რამდენიმე ძირითადი ბანკის დაზღვევის ან მასთან აფილირებული სადაზღვევო კომპანიის მძევალი. (ვგულისხმობ, როგორც ფასის სიდიდეს, ასევე სერვისის ხარისხს).

- სადაზღვევო ინდუსტრიის განცხადების საპასუხოდ, თიბისი ბანკმა და ბიზნეს ასოციაციამაც დააფიქსირა პოზიცია, რომ კონკურენციის კანონი ბანკებზე არ უნდა გავრცელდეს. თქვენი პოზიცია როგორია? რა არგუმენტები არსებობს ამის საპირისპიროდ?

- ბიზნეს ასოციაციის პოზიცია ბანკების სასარგებლოდ დაფიქსირდა; არ მინდა ვიფიქრო, რომ ამის მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ ამ ორგანიზაციის ყველაზე დიდი დონორები ბანკები არიან. ჩვენდა სამწუხაროდ, ასეთი განცხადებით, ბიზნეს ასოციაცია ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 0.5 %-ის ვიწრო ფინანსურ ინტერესს იცავს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვესმის საბანკო სფეროს მნიშვნელობა და მისი ადგილი ქვეყნის ეკონომიკაში, მაგრამ თიბისი ბანკის განცხადება, რომ მათზე კონკურენციის კანონი არ უნდა გავრცელდეს, არის უპრეცედენტო. ისინი თვლიან, რომ არაკონკურენტულ გარემოშიც კი მათი სერვისით მომხმარებელი მხოლოდ მოიგებს. ეს ცხადია, მთლიანად ეწინააღმდეგება ყველანაირ წარმოდგენას საბაზრო ეკონომიკაზე. ვფიქრობ, ასეთ მიდგომაზე შეფასება, სწორედ, მომხმარებელმა უნდა გააკეთოს. რა მდგომარეობაც დღეს გვაქვს საპროცენტო განაკვეთების თუ სახელშეკრულებო ურთიერთობების სფეროში ბანკსა და კლიენტს შორის, ზუსტად ეს შედეგი დადგება დაზღვევაშიც. ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა, დოვლათის გადანაწილების კუთხით, სავალალოა (პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი, ყველაზე- ცუდი) და საჭიროებს რადიკალურ ცვლილებას. მკვლევართა აზრით, სწორედ დოვლათის გადანაწილების ე.წ. ჯინის ინდექსის მაჩვენებელია მჭიდრო კავშირში სოციალური მღელვარებასთან [social unrest]. ჯინის ინდექსი საქართველოში 0.42 ია და ეს მაჩვენებელი მიანიშნებს შემოსავლების ისეთ უთანასწორო გადანაწილებას, რომელმაც შესაძლოა, საზოგადოების მღელვარება გამოიწვიოს. ეს პრობლემა ასახულია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში. ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ეს მუდამ უნდა ახსოვდეთ და ხელს უნდა უწყობდნენ ასეთი მდგომარეობის გამოსწორებას.

- რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?

აქ ლიდერის როლი სახელმწიფომ უნდა იკისროს; აუცილებელია, ქვეყნის განვითრების იმ ფორმით დაგეგმვა, რაც ქვეყანაში დოვლათის განაწილების კუთხით, მდგომარეობას გააუმჯობესებს. დღეს სადაზღვევო სექტორისთვის უმთავრესია კონკურენტული გარემოს შექმნა, რათა ბანკებთან აფილირებულ თუ არააფილირებულ ყველა კომპანიას მიეცეს თანაბარ პირობებში ოპერირების საშუალება. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე პრეფერენციას. ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს ის ვითარება, რაც დღეს არის შექმნილი ბანკების დომინანტური მდგომარეობის კუთხით, გამოიყენოს წარმატებული ქვეყნების მაგალითები და რაც შეიძლება მალე შეცვალოს კანონმდებლობა.

2018

წაკითხვა

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ახორციელენს საგზაო სატრანსპორტო დაზღვევის ბაზრის 11%–ის კონტროლს

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემების თანახმად, 2018 წლის პირველ კვარტალში სადაზღვევო კომპანია „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი – IGG“ მეოთხე ადგილს იკავებს საგზაო სატრანსპორტო დაზღვევის სფეროში.

აღნიშნულ სფეროში გაწერილი პრემიის საერთო ოდენობა შეადგენს 24 მილიონ ლარს, ხოლო სადაზღვევო კომპანია „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი – IGG“–ს წილი შეადგენს 2,65 მილიონ ლარს, რომელიც წარმოადგენს საერთო წილის 11%–ს.

უნდა აღინიშნოს, რომ IGG–ს სადაზღვევო ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს ისეთ მთავარ სახელმწიფო უწყებებთან, როგორიცაა საქართველოს საპატრულო პოლიცია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს უზენაესი სასამართლო. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს პრობაციის სამინისტრო და ა.შ. IGG–ს ფილიალები გააჩნია ქუთაისში და ბათუმში. 

ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში, IGG ფუნქციონირებს საქართველოს მასშტაბით და გააჩნია პროვაიდერი კლინიკების ფართო ქსელი (200-მდე). ოჯახის ექიმები ხელმისაწვდომნი არიან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში.

მოცემული მომენტისათვის, კომპანიას დაზღვეული ჰყავს დაახლოებით 38,000 ადალიანი, რაც თავის მხრივ შეადგენს საქართველოში კერძოდ დაზღვეული პირების 7-8%–ს. 

არასასიცოცხლო დაზღვევის ფარგლებში, კომპანია საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს სთავაზობს ბაზარზე ხელმისაწვდომი ყველა სახის პროდუქტს. 

გადაზღვევის ფარგლებში, კომპანია თანამშრომლობს AA- რეიტინგის თანახმად მსოფლიოში გადამზღვევ კომპანიებს შორის სიდიდით მე–4 ადგილზე მყოფ ფრანგულ კომპანიასთან  SCOR–თან (www.scor.com). IGG–ს და SCOR–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უზრუნველყოფს არასასიცოცხლო დაზღვევის პორტფოლიოს სანდოობას.

სს საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი წარმოადგენს ახალ კომპანიას საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. კაპიტალი სრულიად ქართულია, ხოლო მმართველობას გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება სადაზღვევო სექტორში. საქართველოს ბაზარზე კომპანიამ ფუნქციონირება დაიწყო 2017 წლის ივლისში და მისი სადაზღვევო პორტფოლიო უკვე აღემატება 11 მილიონ ლარს.

2018

წაკითხვა

IGG - ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის პრემიის წილით მეოთხე პოზიციაზეა

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის კომპონენტში სადაზღვევო კომპანია საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი- IGG ” მოზიდული პრემის წილის მიხედვით მეოთხე პოზიციაზეა. სადაზღვევო სექტორის მიერ დაზღვევის ამ სახეობაში ჯამურად მოზიდული პრემიის ოდენობა სულ 24 მლნ. ლარს შეადგენს საიდანც 2.65 მლნ ლარის პრემია,  სადაზღვევო კომპანია საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა - IGG ” მოიზიდა.

აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო კომპანია საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი - IGG ” ბაზარზე ერთი წელზე ნაკლებია რაც ოპერირებს და მისი სადაზღვევო პორთფელი უკვე 11.5 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

2018

წაკითხვა

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევას განახორციელებს

ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან ძალიან მალე საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი (IGG) სახელმწიფო შესყიდვების მორიგი გამარჯვებული ხდება.მიუხედავად იმისა, რომ ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა, კომპანია სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევას განახორციელებს. მთლიანი სატენდერო თანხა 1,8 მლნ ლარია. საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ტენდერში გამარჯვების შედეგად 6 000 -ზე მეტ ადამიანს მოემსახურება.საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სამედიცინო დირექტორის თეო აქიმიძის განცხადებით, ტენდერის წარმატებით დასრულება შესაძლებელი მხოლოდ იმიტომ გახდა,რომ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფს ტენდერში მონაწილეობის საშუალება მიეცა. ამ დროისათვის სადაზღვევო კომპანიის პორტფელი ბაზარზე შემოსვლიდან დღემდე (7 თვეში) უკვე 10 მლნ ლარს ასცდა.

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა“ სადაზღვევო ბაზარზე ოპერირება 2017 წლის ივლისში დაიწყო. კომპანია 100%-ით ქართული კაპიტალითაა შექმნილი და მისი მენეჯმენტი დაზღვევის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრებითაა დაკომპლექტებული.

2018

წაკითხვა

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი, ავტოტრანსპორტის დაზღვევის სფეროში აქტიურ ოპერირებას იწყებს

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი - (IGG), ავტოტრანსპორტის დაზღვევის სფეროში აქტიურ ოპერირებას იწყებს. სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში მან უკვე მოახერხა ათზე მეტ ტენდერში გამარჯვება (მოზიდული პრემია 600 000 ლარამდე) და 2018 წლის 1 იანვრიდან განახახორციელებს მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყებების ავტოტრანსპორტის დაზღვევას. ამის მიუხედავად, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის გენ. დირექტორის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, კომპანიას არაკონკურენტულ გარემოში უწევს ოპერირება, ვინაიდან შემსყიდველი ორგანიზაციების ნაწილი ჯერ კიდევ არ ითვალისწინებს შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციებს და სატენდერო პირობებში კვლავ დებს სხვადასხვა ტიპის შეზღუდვებს სადაზღვევო ბაზარზე ახლად შემოსული კომპანიებისთვის, რის გამოც კომპანია გამოცხადებული ტენდერების ნახევარშიც კი ვერ ახერხებს მონაწილეობის მიღებას. ხოლო იმ ტენდერების უმრავლესობაში, სადაც შემსყიდველმა არ დააწესა არადისკრიმინაციული გარემო, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა მოახერხა გამარჯვება, რითაც საბიუჯეტო სახსრებიც მნიშვნელოვნად დაიზოგა.

2017

 

წაკითხვა

ახალი კომპანია სს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ ხელს აწერს გადაზღვევის ხელშეკრულებაზე Scor–თან

2017 წელს შექმნილი სს საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე წარმოადგენს ახალ კომპანიას. კაპიტალი სრულიად ქართულია, ხოლო მმართველობას გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება სადაზღვევო სექტორში.

რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევას, კომპანიამ უკვე მოახერხა საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებული ტენდერის მოგება და იგი მომსახურებას გაუწევს საქართველოს რკინიგზას და მის შვილობილ კომპანიების „საქართველოს რკინიგზის ლოჯისტიკა და ტერმინალების“, სს „საქართველოს რკინიგზის ქონების მართვის“, სს „საქართველოს რკინიგზა– ბორჯომი–ბაკურიანის“ თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს. დაზღვეულთა საერთო რაოდენობა აღწევს დაახლოებით 30,000 ადამიანს, რაც შეადგენს საქართველოში კერძოდ დაზღვეულ პირთა დაახლოებით 6-7%–ს, წლიური გაწერლი პრემია აღემატება 5 მილიონ ლარს.

IGG-ს გააჩნია სერიოზული ამბიციები და იგი აგრეთვე გეგმავს ფუნქციონირებას არასასიცოცხლო დაზღვევის სექტორშიც. დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის, არჩილ მორჩილაძის განცხადების თანახმად, კომპანიამ ხელი მოაწერა გადაზღვევის ხელშკრულებაზე ფრანგულ კომპანიასთან  Scor–თან, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის არასასიცოცხლო დაზღვევის ხაზის სტაბილურობას (ქონება, ტვირთები, ა.შ.) და აღნიშნული აგრეთვე კომპანიას მიანიჭებს პოტენციური კლიენტებისათვის კონკურენტუნარიანი წინადადებების შეთავაზების შესაძლებლობას. Standard & Poor’s Holds AA-ს რეიტინგის თანახმად Scor წარმოადგენს მსოფლიოს მე–4 უმსხვილეს გადამზღვევს.

2017

წაკითხვა

დააზღვიეთ ავტომობილი, იმოგზაურეთ მშვიდად

ისარგებლეთ უამრავი უპირატესობით:

  • საწვავის ადგილზე მიტანა
  • ფასდაკლება ვისოლის ბენზინგასამართი სადგურების ქსელში
  • ევაკუატორის მომსახურება
  • ავტომობილის დაქოქვა პორტატული აკუმულატორით
  • საბურავის გამოცვლა
  • ჩაკეტილი მანქანის გაღება

წაკითხვა

მწვანე ბარათები IGG-ში

გადაკვეთეთ საზღვრები დაბრკოლების გარეშე!

მწვანე ბარათი წარმოადგენს ავტო დაზღვევის საერთაშორისო  პოლისს, რომელიც მოიცავს მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას და სავალდებულოა ევროპის, ამიერკავკასიის, ახლო  აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის 45 ქვეყანაში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

წაკითხვა