(+995 32) 2 244 111     info@igg.ge

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემების თანახმად, 2018 წლის პირველ კვარტალში სადაზღვევო კომპანია „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი – IGG“ მეოთხე ადგილს იკავებს საგზაო სატრანსპორტო დაზღვევის სფეროში.

აღნიშნულ სფეროში გაწერილი პრემიის საერთო ოდენობა შეადგენს 24 მილიონ ლარს, ხოლო სადაზღვევო კომპანია „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი – IGG“–ს წილი შეადგენს 2,65 მილიონ ლარს, რომელიც წარმოადგენს საერთო წილის 11%–ს.

უნდა აღინიშნოს, რომ IGG–ს სადაზღვევო ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს ისეთ მთავარ სახელმწიფო უწყებებთან, როგორიცაა საქართველოს საპატრულო პოლიცია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს უზენაესი სასამართლო. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს პრობაციის სამინისტრო და ა.შ. IGG–ს ფილიალები გააჩნია ქუთაისში და ბათუმში. 

ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში, IGG ფუნქციონირებს საქართველოს მასშტაბით და გააჩნია პროვაიდერი კლინიკების ფართო ქსელი (200-მდე). ოჯახის ექიმები ხელმისაწვდომნი არიან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში.

მოცემული მომენტისათვის, კომპანიას დაზღვეული ჰყავს დაახლოებით 38,000 ადალიანი, რაც თავის მხრივ შეადგენს საქართველოში კერძოდ დაზღვეული პირების 7-8%–ს. 

არასასიცოცხლო დაზღვევის ფარგლებში, კომპანია საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს სთავაზობს ბაზარზე ხელმისაწვდომი ყველა სახის პროდუქტს. 

გადაზღვევის ფარგლებში, კომპანია თანამშრომლობს AA- რეიტინგის თანახმად მსოფლიოში გადამზღვევ კომპანიებს შორის სიდიდით მე–4 ადგილზე მყოფ ფრანგულ კომპანიასთან  SCOR–თან (www.scor.com). IGG–ს და SCOR–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უზრუნველყოფს არასასიცოცხლო დაზღვევის პორტფოლიოს სანდოობას.

სს საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი წარმოადგენს ახალ კომპანიას საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. კაპიტალი სრულიად ქართულია, ხოლო მმართველობას გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება სადაზღვევო სექტორში. საქართველოს ბაზარზე კომპანიამ ფუნქციონირება დაიწყო 2017 წლის ივლისში და მისი სადაზღვევო პორტფოლიო უკვე აღემატება 11 მილიონ ლარს.

2018