COVID-19-ით გამოწვეული ეპიდემიური სიტუაციის გამო, ოქროს ბრენდის გამარჯვებული ბრენდების საზეიმო დაჯილდოება ნაცვლად 1 მაისისა გაიმართება 17 ივლისს.
ოქროს ბრენდების კვლევა ტარდება ყოველწლიურად. ოქროს ბრენდი გახლავთ მთავარი ჯილდო ბიზნეს პროექტებისთვის საქართველოში, რომელსაც ღიად ირჩევენ ექსპერტები და მომხმარებლები.
2019 წლის კვლევაში მონაწილეობა ასამდე ექსპერტმა მიიღო, მათ შორის ექსპერტებმა:
♦ ეკონომიკურ საკითხებში
♦ ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტებმა
♦ უმაღლესი სასწავლებლების პროფესორებმა
♦ საკონსულტაციო კომპანიებმა
♦ სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა.
♦ ასევე ონლაინ გამოიკითხა 2 000-ზე მეტი მომხმარებელი.
კვლევის შედეგად, საგზაო სატრანსპორტო დაზღვევის სახეობაში - 2019 წლის No1 ოქროს ბრენდად გამოვლენილ იქნა - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი.
ყოველწლიურად ღონისძიებას 100-ზე მეტი უმსხვილესი ქართული და უცხოური ბიზნეს კომპანიების ტოპ მენეჯმენტი ესწრება, ასევე საპატიო სტუმრები უცხოეთიდან სამთავრობო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ქართული კინოს, თეატრისა და ესტრადის ვარსკვლავები. ღონისძიება შუქდება ტელევიზიით, რადიოთი, ბეჭდური და ონლაინ მედიით.
კომპანიის ხელმძღვანელ პირებს ოქროს ბრენდს ცნობილი ბიზნესმენები და საზოგადო მოღვაწეები გადასცემენ. მათ შორის საქართველოში აკრედიტებული ელჩები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.
ოქროს ბრენდი რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანია, რომელიც საქართველოში, კომპანია Global Idea -ს და The FINANCIAL-ს ეკუთვნის.
მედიაში ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული.
პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, საერთაშორისო პალატის, შვეიცარია საქართველოს ბიზნეს საბჭოს, მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში მხარდაჭერით. ოქროს ბრენდი 2019-ის საინფორმაციო მხარდამჭერია: რადიო კომერსანტი FM 95,5, რადიო მაესტრო FM 94,7 ტვ.რადიო ვინილი FM 99,7 რადიო ქართული ვინილი FM 93,1 ჟურნალი გლოსი, ოქროს ბრედნის მასპინძელია სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi.