„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ გაყიდვების უფროსის, თორნიკე კვინიკაძის ინფორმაციით, სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში, ჩვენი კომპანია დაზღვეული ავტოტრანსპორტის არასადაზღვევო შემთხვევისას ევაკუატორით მომსახურებას ორჯერ უზრუნველყოფს. სერვისი არასადაზღვევო შემთხვევის დროს, ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით, უახლოეს სერვისცენტრამდე ევაკუატორის მომსახურებას ითვალისწინებს. ხოლო თბილისში და თბილისის ცენტრიდან 25 კმ. რადიუსში შესაძლებელია დამატებითი მომსახურებები: ავტომობილის ელექტრო ხელსაწყოებით დაქოქვა, საწვავის მიწოდება, საბურავის გამოცვლა.
„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში“ ავტომობილის დაზღვევას ბაზარზე არსებულ მინიმალური ფასად შეძლებთ. ამასთანავე მანქანის დაზღვევის ტარიფი ბევრი პარამეტრით დგინდება: მძღოლის ასაკი, მანქანის მართვის გამოცდილება და სხვა. სტანდარტულ სადაზღვევო პაკეტში უამრავი ბენეფიტია გათვალისწინებული.