(+995 32) 2 244 111     info@igg.ge

 

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ გაყიდვების მთავრი მენეჯერის თეკლა ჯიხვაშვილის ინფორმაციით, „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს, მარტივ ავტოდაზღვევას შესთავაზებს.

მარტივი დაზღვევა შეინარჩუნებს ნულოვან ფრანშიზას, ხოლო დაფარვა ითვალისწინებს მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას.

ირაკლი ჯინჭარაძის განცხადებით, მარტივი პოლისის შერჩევის შემთხვევაში დაზღვევის ღირებულება 25%-ით შემცირდება. ამ პოლისით შესაძლებელია მხოლოდ 3300 აშშ დოლარის და მეტი ღირებულების ავტომობილის დაზღვევა.

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში“ ავტომობილის დაზღვევას ბაზარზე არსებულ მინიმალურ ფასად შეძლებთ. ამასთანავე მანქანის დაზღვევის ტარიფი ბევრი პარამეტრით დგინდება: მძღოლის ასაკი, მანქანის მართვის გამოცდილება და სხვა. სტანდარტულ სადაზღვევო პაკეტში უამრავი ბენეფიტია გათვალისწინებული.