(+995 32) 2 244 111     info@igg.ge

 

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ აჭარის რეგიონში მომხმარებელს ყველა სახის სადაზღვევო პროდუქტს სთავაზობს.

მათ შორის აღსანიშნავია მზარდი მოთხოვნა ავტოდაზღვევაზე.

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ მთავარი მენეჯერი ირაკლი ჯინჭარაძე აღნიშნავს, რომ მზარდმა მოთხოვნამ თავისთავად წარმოშვა საცალო სექტორის განვითარების მოთხოვნა რეგიონებში. 2022 წელი კი - აჭარის რეგიონისთვის განსაკუთრებულია, რადგან ჩვენმა კომპანიამ ამ მიმართულების აქტივაცია ოფიციალურად დააანონსა.

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა“ აჭარაში უკვე მოიპოვა მომხმარებლის ნდობა, ვინაიდან ბოლო ორ თვეში ჩვენს კომპანიაში დაზღვეული ავტომობილების რიცხვი გასამმაგდა.

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში“ ავტომობილის დაზღვევას ბაზარზე არსებულ მინიმალურ ფასად შეძლებთ. ამასთანავე მანქანის დაზღვევის ტარიფი ბევრი პარამეტრით დგინდება: მძღოლის ასაკი, მანქანის მართვის გამოცდილება და სხვა. სტანდარტულ სადაზღვევო პაკეტში უამრავი ბენეფიტია გათვალისწინებული.