(+995 32) 2 244 111     info@igg.ge

 

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“  აჭარის წარმომადგენლობაში ბოლო ორ თვეში დაზღვეული ავტომობილების რიცხვი გასამმაგდა

როგორც „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის" მთავარი მენეჯერი ირაკლი ჯინჭარაძე აღნიშნავს, მზარდმა მოთხოვნამ თავისთავად წარმოშვა საცალო სექტორის განვითარების მოთხოვნა რეგიონებში.

„2022 წელი კი აჭარის რეგიონისთვის განსაკუთრებულია, რადგან ჩვენმა კომპანიამ ოფიციალურად დააანონსა ამ მიმართულების აქტივაცია. „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ აჭარის რეგიონში მომხმარებელს ყველა სახის სადაზღვევო პროდუქტს სთავაზობს. მათ შორის აღსანიშნავია მზარდი მოთხოვნა ავტოდაზღვევაზე". ირაკლი ჯინჭარაძის ინფორმაციით, „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა“ აჭარაში უკვე მოიპოვა მომხმარებლის ნდობა, ვინაიდან ბოლო ორ თვეში მხოლოდ საცალო მიმართულებით დაზღვეული ავტომობილების რიცხვი გასამმაგდა.

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში" ავტომობილის დაზღვევას ბაზარზე არსებულ მინიმალურ ფასად შეძლებთ. ამასთანავე მანქანის დაზღვევის ტარიფი ბევრი პარამეტრით დგინდება: მძღოლის ასაკი, მანქანის მართვის გამოცდილება და სხვა. სტანდარტულ სადაზღვევო პაკეტში უამრავი ბენეფიტია გათვალისწინებული.