(+995 32) 2 244 111     info@igg.ge

 
IGG-ს პარტნიორი კლინიკა მედიკანა.

მნიშვნელოვანი სიახლე ყველა ჩვენი დაზღვეულისთვის!

დღეიდან თურქეთის წამყვანი კლინიკა მედიკანა შედის საქართველოს სადაზრვევო ჯგუფის პროვაიდერი კლინიკების რიცხვში და ჩვენს დაზღვეულებს საშუალება ექნებათ მიიღონ მომსახურება მოწინავე ტექნოლოგიებითა და პროფესიონალი სპეციალისტებით დაკომლექტებულ კლინიკაში.

მედიკანა ჯგუფზე

მედიკანა 30 წელზე მეტია ოპერირებს ჯანდაცვის სექტორში. არის კომპანიების კონგლომერატი, რომელიც ზრუნავს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე. კომპანია მართავს 16 საავადმყოფოს თურქეთის 7 ქალაქში - სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, კონიაში, სამსუნში, სივასსა და ბურსაში. 2016 წლიდან მან გააფართოვა თავისი საქმიანობა და მოიცავს, როგორც მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფს ასევე, მედიკანა განათლების ჯგუფს სადაც შედის თანამედროვე მეცნიერებათა აკადემია/MBA-სსკოლები (2018) და თფენერბაჰჩეს უნივერსიტეტი / FBÜ (2016).

მომსახურების მიღება მედიკანაში

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში დაზღვეულებს საშუალება აქვთ მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება მედიკანას კლინიკაში. კლინიკა პაციენდებს დამატებითი კომფორტისათვის სთავაზობს აეროპორტში დახვედრას, თარჯმანს და გამყოლი პირისთვის სასუმროს.

ფასდაკლებები

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი სამედიცინო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის და დაზღვეულებს სთავაზობს მედიკანას კლინიკაში სხვადასხვა ფასდაკლებებს სამედიცინო მომსახურებაზე.

ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი არის ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები. აღნიშნული მომსახურების მიღებას მედიკანა გთავაზობთ 20%-ნი ფასდაკლებით.

 10%-ან ფასდაკლებას გთავაზობთ ქირურგიულ ჩარევებზე.

 20%-ან ფასდაკლებას მიიღებთ ექიმთან კონსულტაციაზე, რაც დაგეხმარებათ მომავალში სწორად დაგეგმოთ თქვენი მკურნალობა.

ჩვენი მიზანია ყველას შევთავაზოთ მაღალხარისხიანი მომსახურება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა გავხადოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი.

 

მედიკანას კლინიკები

მედიკანა ფლობს 17 ჰოსპიტალს მთელი თურქეთის მაშტაბით.

გთავაზობთ მათ ჩამონათვალს.