სამშენებლო რისკების დაზღვევა

დასაზღვევად მიიღება:

  1. დაზღვეულის მიერ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას გამოყენებული შენობები, დანადგარები, სამშენებლო მასალები. ასევე, სამონტაჟო სამუშაოების განხორციელების დროს გამოყენებული დასამონტაჟებელი ობიექტები.
  2. მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობა, რომელიც მოიცავს ასეთი საქმიანობის განხორციელებისას მათ სიცოცხლე/ჯანმრთელობაზე და/ან ქონებაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. 
  3. დაქირავებული მუშახელის უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა.

სადაზღვევო რისკები:

  • A ჯგუფისათვის: ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა, მიწისძვრა, ვულკანის ამოფრქვევა, ცუნამი, შტორმი, ციკლონი, წყალდიდობა, წყლის დონის ამაღლება, მეწყერი, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა. მონტაჟის დროს დაშვებული შეცდომები, მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგი ქმედება, მოკლე ჩართვა, ცენტრიდანული ძალებით გახლეჩვა და სხვა;
  • B ჯგუფისათვის: მესამე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, უბედური შემთხვევებისაგან დაზღვევის რისკი, ასევე მესამე პირთა ქონების დაზღვევა. (თითოეული განისაზღვრება შესაბამისი სადაზღვვეო თანხის ლიმიტებით, მაქსიმუმ 1,000,000.00 აშშ დოლარი)
  • C ჯგუფისათვის: დაქირავებული მუშახელის უბედური შემთხვევისაგან დაზღვევის რისკი.