ტვირთების დაზღვევის პროგრამა ითვალისწინებს ტვირთების გადაზიდვისას, მისი სრული ან ნაწილობრივი განადგურების შემთხვევაში მისი ღირებულების ანაზღაურებას. დაზღვევა მოქმედებს ტვირთების როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტირებისას.
დაზღვევის ობიექტი : ნებისმიერი სახის ტვირთი, რომლის გადაზიდვაც ხორციელდება სხვადასხვა სახის ტრანსპორტით.
დაზღვევის პირობები: რეგულირდება კომპანიის ”ტვირთების დაზღვევის პირობებით” და ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტის ტვირთის დაზღვევის პირობების (A) მუხლით.